თბილისი, ბუკიას ბაღი
კომერციული შენობა
2001

კაფე „ნიკალა“ 2001 წელს აშენდა ბუკიას ბაღში. შენობის ქვეშ მეტროში ჩამავალმა გვირაბმა განსაზღვრა მისი კონსტრუქციული და არქიტექტურული თავისებურება, რის გამოც შენობის ძირითადი ნაწილი დაკიდებულია უჟანგავი ფოლადის ფერმებზე და გრუნტს საერთოდ არ ეყრდნობა. საქართველოში ეს ნაგებობა ერთ-ერთი პირველთაგანია რომელიც ჰაიტეკის სტილშია აგებული. მრავალი თვითნებური გადაკეთების გამო დღეს მას სამწუხაროდ პირვანდელი სახე დაკარგული აქვს.



ერთსართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი ნავდარაანთკარში, ფართო გადახურული ტერასითა და ეზოსკენ გახსნილი შემინული ფასადით

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი ძველი თბილისის ისტორიულ გარემოში, კუმისის ქუჩაზე
