ჩვენი მიზანი

შემოქმედებითობასა და სიზუსტეზე ფოკუსირებით, ჩვენ ვცვლით ხედვებს გრძელვადიან, მდგრად დიზაინად

შემოქმედებითი ხედვა

ინოვაციური და წარმოსახვითი დიზაინების განხორციელება უნიკალური სტილით

ინდივიდუალური გადაწყვეტილებები

დიზაინის მორგება კლიენტის საჭიროებებსა და მიზნებზე

გარემოზე ზრუნვა

ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების ინტეგრირება

როგორ დავიწყეთ

კომპანიის დაარსება

თამარინა დაარსდა მალხაზ თავართქილაძის მიერ, რათა შეექმნა არქიტექტურა, რომელიც გახდა დროის და გარემოს ნაწილი

30 წელზე მეტი გამოცდილება

სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში კომპანიამ დააპროექტა როგორც ინდივიდუალური სახლები ისე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, კაფეები, რესტორნები სასტუმროები და მრავალი სხვა ფუნქციის მქონე ობიექტები.

ოჯახური მემკვიდრეობა

დღეს ფირმას ხელმძღვანელობს მალხაზ თავართქილაძე თავის შვილებთან — მიხეილ და თამარ თავართქილაძეებთან  ერთად.

სრულყოფილი მომსახურება

ვასრულებთ კონცეფციის და გრგ-ს შემუშავებიდან მშენებლობის ნებართვის აღებამდე ყველა საჭირო დოკუმენტაციას (კონსტრუქციები, საინჟინრო, სატრანსპორტო, გეოლოგია, ტოპოგრაფია, ენერგოეფექტურობა)

არქიტექტურა + ლანდშაფტი

ჩვენი თანამშრომლობა არქიტექტურასა და ლანდშაფტის დიზაინს შორის საშუალებას გვაძლევს, ნაგებობა და მისი გარემო ერთიან სივრცედ ვაქციოთ

ჩვენი მომავალი

გვწამს, რომ ხარისხიანი არქიტექტურა იწყება დეტალებიდან — და ჩვენი მიზანია, ეს სტანდარტი ყოველ ახალ პროექტთან დავიცვათ